ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 26, 2022
26.09.22 – სოფელი ორპირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის დირექციის ჩართულობით, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის მიზნები და საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო და თემატური მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.