ტყიბულის მუნიციპალოტეტის სოფელ საწირის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2023
24.03.23 – სოფელი საწირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცედურები იყო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებს.
შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი თიკო ენდელაძე ესწრებოდა, რომელმაც მიგრაციასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.