ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2023
24.03.23 – ტყიბული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებაზე, ევროკავშირში გაწევრიანებს კრიტერიუმებზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი თიკო ენდელაძე ესწრებოდა, რომელმაც მიგრაციაზე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.