ტყიბულის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2022
19.04.22 – ტყიბული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლობით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებთან, სამოქალაქო საგნის პედაგოგებსა და სკოლის ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა გაიმართა.
Შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. Ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.