უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 16, 2021
16.03.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, კერძოდ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები განიხილეს.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.