USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

ნოემბერი 7, 2022

07.11.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე, გამოწვევებსა და დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და ყურადღება გაამახვილა მათთან პროაქტიული კომუნიკაციით სამომავლოდ, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვასა და მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის გზებს.

დისკუსიის ნაწილში რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებთან პარტნიორობის დადებითი მხარეები გამოიკვეთა, კერძოდ-სამოაქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების ევროინტეგრაციის თემატიკით დაინტერესება და მათთვის ევროპული პერსპექტივებისა და შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ასპექტების გაცნობა.