USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის აჭარის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 14, 2023

14.11.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის აჭარის რეგიონში განმახორციელებელ ორგანიზაციასთან BEDEC თანამშრომლობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებსა და ახალგაზრდა ლიდერებთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.

შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის BEDEC ხელმძღვანელი მაია ქათამაძე, რომელმაც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიების გააქტიურებაზე, მათი სწორად ინფორმირებისა და მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო მასალა და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს