უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 19, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ააიპ-ების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც წესების დარღვევასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
ყურადღება, ასევე, გაამახვილა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილია. აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ხანგრძლივობითა და იმ სტატისტიკით, თუ რამდენმა მოქალაქემ დატოვა ბოლო წლებში ქვეყანა.