უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 12, 2021
![dc3083f124](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2021/07/dc3083f124.png)
12.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო გახარიამ 100-მდე მონაწილეს იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ასევე, ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.