უვიზო მიმოსვლის თემაზე სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 12, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის ოფისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებელმა შეხვედრაზე სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ევროკავშირის ,,შენგენის ზონის’’ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე, უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.