უვიზო მიმოსვლის თემაზე სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 13, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის ოფისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა გამართა.

მომხსენებელმა შეხვედრაზე სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ევროკავშირის ,,შენგენის ზონის’’ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე, უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.