ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 13, 2022
13.07.22 – ვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ქარდავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და კანდიდატის წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ მოლოდინებზე, რომელსაც მოსახლეობა ევროკავშირიდან უახლოეს მომავალში ელოდება.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.