ვანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2021
06.04.21 – სოფელი შუამთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების, სამოქალაქო, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვარლდებულებებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე, რაც პანდემიიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების კუთხით დაწესდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.