ვანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 14, 2021

14.04.21 – სოფელი ამაღლება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლების საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშრის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.