ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყურუმის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 13, 2023

13.03.23 – სოფელი ყურუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.