ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 25, 2022
25.03.22 – ყვარელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს.
საჯარო სკოლის ინიციტივით გამოითქვა მხარდაჭერა შემდგომი ერთობრივი ღონისძიებების განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროაპლანტიკურ ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.