ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 16, 2022
16.02.22 – სოფელი ახალსოფელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვენლობასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.