ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 16, 2022
16.02.22 – სოფელი ახალსოფელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.