ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 19, 2022

19.09.22 – სოფელი მთისძირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებსა და ახალგაზრდების ევროკავშირის განათლების პროგრამებში ჩართულობას.

სოფელ მთისძირის დირექტორისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ინიციტივით გამოითქვა მხარდაჭერა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის საკითხებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.