ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2022
21.09.22 – სოფელი შილდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.