ზემო აჭარის პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 28, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ზემო აჭარის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები სალომე აბულაძე და ანა ცანავა უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.