ზესტაფონი მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 5, 2024

05.04.24 – სოფელი სვირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონი მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის N2 საჯარო სკოლასთან თანამშრომოლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
ცენტრის სტაჟიორმა ლუკა მესხმა მოსწავლეებს ევროკავშირის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, მიზნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სამაგიდე თამაში EU&NATO ითამაშეს, რომელიც სკოლას საჩუქრად გადაეცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.