ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ივნისი 7, 2023

07.06.23 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკერულებასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.