ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 12, 2023

12.06.23 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატ კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ნატოსთან პარტნიორობაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.