ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 5, 2021
05.02.21 – ზესტაფონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პროექტის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სკოლის სამოქალაქო კლუბი ახორციელებს.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრუოებით ნაკისრ ვალდებულებებს, ნატოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.