ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 30, 2023

30.03.23 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთას საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოებისა და საქართველო-ნატოს პარტნიორობის ეტაპებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.