ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 29, 2024

29.04.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის N5 საჯაროს სკოლის ინიციატივით, სასკოლო აქტივობაში ჩაერთო.

აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის საგნის პედაგოგის მენტორობით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ის ისტორიული ასპექტები გამოყვეს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ევროკავშირის შექმნის შესახებ და აქცენტები მის მრავალფეროვან გარემოზე გააკეთეს, რომელიც წევრ ქვეყნებს აერთიანებს და აკავშირებს.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს კანდიდატის სტატუსზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროპულ პერსპექტივაზე.