ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 15, 2024

15.02.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზესტაფონის კერძო სკოლასთან „ორნატი“ თანამშრომლობით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და სამოქალაქოს, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და სამშვიდობო მისიებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიქტორინა გაიმართა და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.