ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 24, 2024

24.04.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აღნიშნული სკოლის უფროსკლასელები და სამოქალაქოს და ისტორიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.