ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 12, 2024
12.04.24 – სოფელი დილიკაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომოლობით, სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას აღნიშნული სკოლის დირექტორი, უფროსკლასელები და სამოქალაქოს, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.