ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 10, 2024

10.04.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, სოფელ პირველი სვირის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აღნიშნული სკოლის უფროსკლასელები და სამოქალაქოს, ისტორიის და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და კანდიდატის სტატუსზე. აქცენტი გაკეთდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გარძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.