ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარას სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 10, 2024

10.04.24 – სოფელი საქარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით სოფელ საქარას საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აღნიშნული სკოლის უფროსკლასელები, სკოლის დირექტორი, სამოქალაქოს, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებსა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.