ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 19, 2024

19.03.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან დაახლოების ეტაპებს, ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.