ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარას სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 12, 2024

12.04.24 – სოფელი ზედა საქარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, სოფელ ზედა საქარას საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აღნიშნული სკოლის დირექტორი, უფროსკლასელები და სამოქალაქოს, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. აქცენტი გაკეთდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.