ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 27, 2024

27.02.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

მოწვეულმა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ანა გვეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობების, ყალბი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე და მონაწილეებს ფოტო/ვიდეო და ტექსტური ინფორმაციის გაყალბებისა და დამახინჯების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.