ზესტაფონის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 25, 2024

25.03.24 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზესტაფონის N5 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.