ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 28, 2023

28.09.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის ამერიკულ კუთხესთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.