ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში საჯარო შეხვედრა „საქართველო-ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ გაიმართა
დეკემბერი 19, 2023
19.12.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ზუგდიდის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა „საქართველო- ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.