ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 19, 2023

19.12.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრა.

მონაწილეებს, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანა ნანავამ, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესახებ.