ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 30, 2023
30.03.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა ესწრებოდა, რომელმაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და საზოგადოების ინფორმირებულობის საჭიროებაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.