ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 11, 2022
11.05.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული გამოწვევების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომზე, ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკასა და კიბერსივრცეში ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.