ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 4, 2022
04.10.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ნატო-ს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.