ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 15, 2022

15.12.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროკავშირში გაწევრიანებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.