ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 21, 2021
21.04.21 – სოფელი ოქტომბერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.