ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 27, 2021

27.09.21 – სოფელი ნარაზენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.