ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 22, 2021
22.04.21 – სოფელი ოდიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.