ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 19, 2022

19.09.22 – სოფელი ახალაბასთუმანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამას. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და შემდგომ ეტაპებზე.

ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანი გაბელიამ, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.