ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 25, 2023

25.12.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა დავით უჩაძემ, ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.