ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 29, 2023

29.09.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატოსთან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.