ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2024
29.03.24 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გაუწია, რომელმაც ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.